Georgian | ქართული

გამარჯობა!

გვიხარია, რომ დაინტერესდით ჩვენი კვლევით. ჩვენ ვიცით, რომ ახლა ყველასთვის რთული პერიოდია, პირადი ცხოვრების მასობრივი შეზღუდვებისას. ეს გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჯანდაცვის საჭიროებებზე, არამედ განსაკუთრებით მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე. როგორც ვვარაუდობთ, ამ ნაწილს წარმოადგენს ტრანს ადამიანების ჯანდაცვის საჭიროებები.

რატომ ტარდება ეს კვლევა?
COVID-19 არის სასუნთქი გზების ინფექცია, რომელიც გამოწვეულია კორონავირუს-SARS-CoV-2-ის მიერ. მიმდინარე COVID-19-ის პანდემია ახალ და მასობრივ გამოწვევებს უქმნის მსოფლიო ჯანდაცვის სისტემებს. პანდემია მასიურად იწვევს სამედიცინო მომსახურების შეზღუდვებს, რომლებიც გარდაუვლად იმოქმედებს ტრანს ადამიანებზე. მათი წვდომა სამედიცინო საჭიროებებზე ისედაც იყო შეზღუდული COVID-19-ის პანდემიამდეც, ხოლო ახლა, როგორც მოსალოდნელია, ეს წვდომა კიდევ უფრო მეტად შეიზღუდება. გარდა ამისა, წინა პანდემიაზე (Leung et al., 2009) და ასევე COVID-19-ის პანდემიაზე (Wang et al., 2020) ჩატარებული კვლევები ცხადად გვიჩვენებს ამ მოვლენების უარყოფით ზემოქმედებას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როგორც ზოგად მოსახლეობაში, ასევე ისეთ მოწყვლად ქვეჯგუფებში, როგორებიც არიან მედიცინის მუშაკები (Li et al., 2020). ამ დრომდე COVID-19-ის ზეგავლენა ტრანს ადამიანების სამედიცინო საჭიროებებზე და ჯანმრთელობაზე შესაძლებელი იყო ფრაგმენტული ინფორმაციით შეგვეფასებინა – ბლოგებში პუბლიკაციებით ან ინდივიდუალური შეტყობინებებით (Loggins, 2020). თუმცა, ისინი გარკვეულწილად მიუთითებს უაარყოფით შედეგებზე ტრანს ადამიანებისთვის. COVID-19-ის პანდემიის შედეგად მათ შეეზღუდათ წვდომა სამედიცინო და ფსიქოსოციალურ დახმარებაზე. ამ კვლევის დახმარებით გვსურს, გავიგოთ, თუ როგორ ზემოქმედებას ახდენს COVID-19-ის სიტუაცია პირადად თქვენზე და რა შედეგები მოაქვს მას თქვენი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის.
რას მოიაზრებს კვლევა?
კვლევა შეიცავს შეკითხვებს თქვენს შესახებ, ამ მომენტისთვის თქვენი ყოფის პირობების, სამედიცინო დახმარების საჭიროებების შესახებ ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის მხრივ. კითხვათა უმეტესობას აქვს რამდენიმე პასუხი, და ზოგიერთ მათგანში თქვენ ასევე შეხვდებით ველს, რომელშიც გექნებათ საშუალება, ჩაწეროთ ის ინფორმაცია, რომელიც მიგაჩნიათ მნიშვნელოვნად. გთხოვთ, გამოიყენოთ ამ ღია ველების შესაძლებლობა! კვლევაში მონაწილეობა სრულიად მოხალისეობრივი და ანონიმურია. თქვენ შეგიძლიათ, უარი თქვათ მონაწილეობაზე ახსნისა და უხერხულობის გრძნობის გარეშე. კვლევაში მონაწილეობა არ უნდა იყოს დაკავშირებული რაიმე სახის ჯანმრთელობის რისკებთან. თქვენგან ვითხოვთ, მოგვაწოდოთ მხოლოდ თქვენი პირადი გამოცდილება COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. მონაწილეობა არ არის ანაზღაურებადი. ასევე ჩვენ არ ვფარავთ არანაირ მიმდინარე ხარჯებს. ინფორმაცია, რომელიც შეგროვდება კვლევის განმავლობაში, არის კონფიდენციალური და გამოყენებული იქნება მხოლოდ სამეცნიერო მიზნებისთვის. კითხვარის შევსებას დასჭირდება დაახლოებით 20 წუთი.
ვის შეუძლია კვლევაში მონაწილეობის მიღება?
ჩვენ ვაღიარებთ ტრანს ჯგუფის მრვალფეროვნებას და ეს კითხვარი არის ღია ყველასთვის, ვინც საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ახდენს, თავს გრძნობს ან აღწერს ტრანსგენდერად, მხოლოდ იმ პირობით, თუ თქვენი ასაკი 16 წელს აღემატება. ჩვენ ტერმინს „ტრანს“ ვიყენებთ, როგორც ქოლგა ტერმინს, რომელიც მოიცავს ბევრ სხვა ტერმინს, მაგალითად: ტრანსგენდერი, არაბინალური, გენდერქვიარი, გენდერულად არაკონფორმული, ტრანს-კაცი, ტრანს-ქალი და სხვა. კითხვარში შეძლებთ, კონკრეტულად მიუთითოთ, თუ რომელ გენდერთან ახდენთ საკუთარი თავის იდენტიფიცირებას.
ვინ შედის მკვლევართა ჯგუფში და არსებობს თუ არა ეთიკური საბჭოს დასკვნა?
მკვლევართა ჯგუფში შედიან ანდრეას კელერი და ტიმო ნიდერა ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო კლინიკიდან (გერმანია), და იოზა მოტმანსი გენტის უნივერიტეტიდან, (ბელგია). პროექტის ჯგუფში შედის დოქტორი კარენ ბადალიანი, ორგანიზაციის EKHN აღმასრულებელი დირექტორი. ამ კვლევას არ აქვს დაფინანსება. (აქ შეიძლება თანადგომას სახელი ჩაისვას) კვლევამ მიიღო დადებითი დასკვნა ჰამბურგ-ეპენდორფის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის ფსიქოსოციალური მედიცინის ცენტრის ადგილობრივი ფსიქოლოგიური ეთიკის კომიტეტისგან (LPEK). (No: LPEK-0130, თარიღი: 01.04.2020).
რამდენად იყვნენ ტრანს-ადამიანები ჩართულები კვლევის შემუშავიბაში?
მკვლევარების ნაწილი საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ტრანს-ადამიანად ახდენს. დამატებითი კონსულტაციებია ჩატარდა ტრანს-ორგანიზაციებთან (როგორებიცაა Transgender Europe, Eurasian Key Populations Health Network, FtM Phoenix Group, Bundesverband Trans*…….)
როგორ იქნება გამოყენებული კვლევის შედეგები?
ჩვენი აზრით, COVID-19-ის პანდემიის ზეგავლენა ტრანს ადამიანების ჯანმრთელობასა და ჯანდაცვის სერვისებს არის საკითხი, რომელშიც დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამდენად, ჩვენ გავაანალიზებთ კვლევის პირველად შედეგებს, განსაკუთრებით ქვეყნების დონეზე. პირველად შედეგებზე დაფუძნებულ ინფორმაციას ჩვენ მივაწვდით ადგილობრივ ტრანს ორგანიზაციებსა და სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, რათა მათ მიიღონ ინფორმაცია იმაზე, თუ რა საჭიროებები აქვთ ტრანს ადამიანებს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში. როდესაც ონლაინ გამოკითხვა დასრულდება, საბოლოო შედეგები კვლავ იქნება ხელმისაწვდომი ტრანს-ორგანიზაციებისათვის და გამოქვეყნდება სამეცნიერო ჟურნალებში, სასურველია ისეთ გამოცემებში, რომლებზეც წვდომა ღია იქნება.